USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
თბილისი
გერმანიის პრეზიდენტი - უკრაინას მალე გადაეცემა MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა
თარიღი:  530

გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

“მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

მისი თქმით, გერმანია უკრაინას ბევრ სხვადასხვა სახის იარაღს აწვდის. გერმანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში უკრაინას IRIS-T საჰაერო თავდაცვის ოთხი თანამედროვე სისტემა უნდა გადაეცეს.

შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე.

“მე გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს”, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის