USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გერმანიის პრეზიდენტი - პუტინს მივმართავ. უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი მოუშვით
თარიღი:  679

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება დაიწყოს.

„პრეზიდენტ პუტინს მივმართავ. უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი მოუშვით. ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს. შემიძლია მხოლოდ გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი: არ ღირს დემოკრატიის ძალის არასათანადოდ შეფასება“, -განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპა ომის საფრთხის წინაშეა, რაზედაც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოსახლეობას თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება აქვს და ის, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, გადამწყვეტ პასუხს მიიღებს.

„უკრაინის მოსახლეობას შიშისა და საფრთხის გარეშე ცხოვრების, თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლება აქვს. მათ, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, გადამწყვეტ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის