USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
გერმანიის ელჩი დიპლომატების, ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე - მინდა გთხოვოთ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და რამდენიმე დღეში გეცოდინებათ თუ რა არის შედეგი
Date:  1142

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს გამართული არაფორმალური შეხვედრა შეაფასა როგორც წარმატებული, თუმცა განაცხადა, რომ შეხვედრას რაიმე კონკრტული შედეგი არ მოუტანია.

„არაფორმალური საუზმე იყო. ყველამ იცის რა საკითხებია მნიშვნელოვანი დღეს და ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ამ დღეებში ყველა ლაპარაკობს ერთსა და იმავე საკითხებზე და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო წარმატებული შეხვედრა. მათ არ მიუღწევიათ ამ პროცესის კონკრეტული შედეგისთვის, თუმცა აქ ყველა მუშაობს ამის მისაღწევად. ამას სჭირდება ცოტა კიდევ უფრო მეტი დრო. მინდა გთხოვოთ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და რამდენიმე დღეში გეცოდინებათ თუ რა არის შედეგი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way