USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
გერმანიაში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა - 65 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
дата:  409

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 65 371 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, პანდემიის დაწყებიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გახდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მანამდე ანტირეკორდი 17 ნოემბერს გამოვლინდა, როდესაც კორონავირუსი 52 826 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში 264 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში 98 538 პაციენტი გარდაიცვალა.

ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 5 195 320 შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად ინფიცირების 7-დღიანი გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას სულ მოსახლეზე 336,9 შეადგენს.

გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ვაქცინაციის შემდეგ, კარანტინის პოტენციური გამკაცრებისთვის საკვანძო ინდიკატორად ითვლება. 

ცნობისთვის, გერმანია ეტაპობრივად აწესებს მკაცრ შეზღუდვებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ. ახალი შეზღუდვები ჯერჯერობით ეხება მხოლოდ ზოგიერთ მიწას, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати