USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საათობრივი ანაზღაურება 9.5 ევრო იქნება, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება
Date:  200

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საათობრივი ანაზღაურება 9.5 ევრო იქნება, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება,- განაცხადა ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში მიღებული ანაზღაურება, საქართველოში არ დაიბეგრება.

„ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება“,-აღნიშნა მან.

რაც შეეხება გერმანიაში გამგზავრების და იქ ცხოვრების ხარჯს, გიორგი ბუნტურის განცხადებით, ამ ხარჯის დაფარვა თავად დასაქმებულს მოუწევს.

„საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს, ასევე მოქალაქე ფარავს კვების და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიაში მინიმალური სტანდარტებია განსაზღვრული, რასაც შრომითი მიგრაციის დროს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. დამსაქმებელმა მოქალაქეს ცუდი საცხოვრებელი პირობები რომ შესთავაზოს, საქართველოს მოქალაქე მარტივად გაასაჩივრებს და დამსაქმებელს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწევს. საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება, თვეში დაახლოებით, 200-250 ევრო“,-განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე ვადით.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way