USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
გერმანია ჩინეთს COVID 19-ისგან მიყენებული ზიანის გამო 130 მილიარდ ევროს სთხოვს
თარიღი:  1128

კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გერმანიამ ჩინეთს 130 მილიარდი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ექსპრესი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანია კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შემდეგ COVID 19-ის პანდემიის გამო პირდაპირი იერიში ჩინეთზე მიიტანა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის