USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
Tbilisi
გერმანია აპირებს, მისი კუთვნილი, 1200 ტონა ოქროს გატანას ამერიკიდან
Date:  172
გერმანია აპირებს 1200 ტონა ოქროს გატანას ამერიკიდან, კერძოდ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სარეზერვო ბანკის მიწისქვეშა საცავებიდან, რომლის ჯამური ღირებულება 113 მილიარდი ევროა.
 
ბერლინში ამ ნაბიჯს იმით ხსნიან, რომ ამერიკა სანდო პარტნიორი აღარ არის.
 
tbilisi
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way