USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
გერმანელი გეოლოგი - არსებული სიტუაცია კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს
თარიღი:  894

გერმანელი გეოლოგი პეტერ ნიუმანი, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებულ მეწყრულ პროცესებს სწავლობს, აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს. განცხადება მან თბილისის მერიაში გააკეთა.

„ჩვენი გამოცდილებით თითოეული მეწყერი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით და უნიკალური თვისებებით. იგივე შეიძლება ითქვას ამ მეწყერზეც და თქვენმა ექსპერტებმა ამ თვალსაზრისით შესაბამისი საქმიანობა განახორციელეს. ჩემს კოლეგასთან ერთად ვიყავი ადგილზე და ჩვენი შეხედულებით, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს. ზოგადად, როცა გეოლოგიურ საკითხებზე მუშაობ, სამუშაო გარემო არახელსაყრელია, რადგან ძალიან ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც თავისთავად მუშაობის პროცესს ართულებს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და მერე მისი გადაჭრის გზების დაგეგმვა“, - განაცხადა მან.

უცხოელი გეოლოგის თქმით, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად სწორია, მათ შორის შეზღუდვების დაწესება.

„ეს არის, სავარაუდოდ, შესაძლო მასშტაბური მეწყერის ინიცირების ბაზა. უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები, რაშიც შედის გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები. აუცილებელია დიდი ყურადღება, გეოლოგიური კვლევები და ამის შემდეგ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები“, - ამბობს გეოლოგი.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის