USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
გერმანელი ექიმები დამცავი აღჭურვილობის დეფიციტს შიშვლები აპროტესტებენ
თარიღი:  905

გერმანიაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი უჩვეულო ფორმით გააპროტესტეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ პრობლემაზე ყურადღებას ვებგვერდი Blanke Bedenken-ი ამახვილებს, რომელზეც სავარაუდოდ სამედიცინო სფეროს თანამშრომლების ფოტოებია ატვირთული. სურათებზე ისინი საავადმყოფოებში გაშიშვლებულები პოზირებენ.

„ჩვენ თქვენი ექიმები ვართ. უსაფრთხოდ რომ გიმკურნალოთ, დამცავი აღჭურვილობა გვჭირდება. როცა არსებული მწირი მარაგი გვითავდება, ასე გამოვიყურებით“, - წერენ კაპმანიის ორგანიზატორები ვებგვერდზე.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 159 ათაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი 6 ათასს აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის