USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გეოლოგები გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ
Date:  392

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დილიდან გუდამაყარში იმყოფებიან და ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.

სპეციალისტებმა სიტუაციის შეფასების მიზნით, სამიზნე არეალის პირველადი კვლევები განახორციელეს და დამცავი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. კერძოდ, გზის გაწმენდის, ფერდობზე არსებული ერთეული ლოდების ჩამოშლის და შემდგომ ფერდობის დამცავი მეტალის მავთულბადის მოწყობის შესახებ.

23 მარტს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way