USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
გენეტიკური წინასწარგანწყობის თეორიას Covid-19-თან მიმართებაში უფრო და უფრო მეტი მომხრე უჩნდება
дата:  6408

ვირუსული პანდემიის კოვიდ-19-ის მკურნალობისა და კვლევის პროცესში ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მედიკოსები შეთანხმებულები არიან იმ საკითხში, რომ ახალი კორონავირუსი წარმოადგენს საშიშროებას და მძიმე შემთხვევებში ლეტალური გამოსავალით მთავრდება იმ პაციენტებისათვის, რომლებიც განეკუთვნებიან ორ  რისკ-ჯგუფს-ხანდაზმულებსა და ქრონიკულად დაავადებულებს. მაგრამ გვხვდება შემთხვევები, გაცილებით მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი რაოდენობით, როდესაც ახალი კორონავირუსით ბავშვების,  ახალგაზრდებისა და ჯანმრთელი მოზრდილების დაინფიცირება ასევე სიკვდილით მთავრდება.

 სწორედ ასეთი პაციენტების სიკვდილიანობის მიზეზის კვლევითაა დაინტერესებული ფრანგი პედიატრი და იმუნოლოგი ჟან-ლორან კაზანოვა, რომელიც თავის კოლეგა  ლორან აბელთან ერთად  ხელმძღვანელობს ინფექციური დაავადებების გენეტიკური კვლევის ლაბორატორიის პარიზისა და ნიუ-იორკის ფილიალებს.

 „სარსა-კოვიდ-2-ით დაინფიცირებისას  გვხვდება დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევები, რომელიც მოითხოვს რეანიმაციულ ჩარევას ან მთავრდება ლეტალურად როდესაც პაციენტებად გვყავს არა ხანდაზმულები ან ქრონიკული ავადმყოფები, არამედ  პრაქტიკულად ჯანმრთელი პაციენტები. ამ აუხსნელი შემთხვევების კვლევა გვიბიძგებს იმისკენ, რომ დავუშვათ ვირუსის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობის ვარაუდი“.

მედიკოსის აზრით გენეტიკური წინასწარგანწყობა თავს არ ამჟღავნებს მანამ, სანამ შემხებლობაში არ მოვა ვირუსთან. ამ ჰიპოთეზის მიხედვით ასეთი კატეგორიის პაციენტების დაინფიცირებისას თავს იჩენს  ვირუსის მიმართ გენეტიკურ დონეზე არსებული მოწყვლადობა. ამიტომაც აუცილებელია  კვლევის გაგრძელება გენომის მოლეკულური აგებულების გაშიფვრის მიზნით.

აღნიშნული ინიციატივით მეცნიერი 23 მარტს  წარსდგა კოვიდ-19-ის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს წინაშე. აღსანიშნავია, რომ მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გენეტიკური წინასწარგანწყობის ფაქტორის მნიშვნელობის კვლევის მიმართულებით  ისეთი ინფექციების მიმდინარეობისას, როგორებიცაა ჰერპესული ენცეფალიტი, ტუბერკულოზი და გრიპი.

 

წყარო „Le Monde”

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати