USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
გენერალი სირსკი უკრაინის კონტრშეტევასა და ბახმუტის „სტრატეგიულ მნიშვნელობაზე“
Date:  

BBC უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურს, გენერალ ალექსანდრ სირსკის უკრაინის მიმდინარე კონტრშეტევაზე ესაუბრა. BBC წერს, რომ მას „21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებულ გენერალს“ უწოდებენ. გამოცემის ცნობით, უკრაინელი გენერალიც აღიარებს, რომ შეტევის დაწყებიდან თვეზე მეტია, უკრაინის დიდი ხნის ნანატრი იერიში მრავალ ფრონტზე ნელა მიმდინარეობს.


მისი თქმით, აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ტერიტორია გაჯერებულია ნაღმებითა და თავდაცვითი ბარიერებით. მისი თქმით, რუსებს ბევრი დასაყრდენი აქვთ: „ამიტომ, ჩვენი წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს,“ - ამბობს სირსკი.
 
თუმცა გენერალი თვლის, რომ უკრაინას უპირატესობა გამოარჩევს. „მე მჯერა, რომ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და ჩვენი ჯარისკაცების ერთმანეთისადმი ნდობა ჩვენი არმიის ძლიერი მხარეა“, - აღნიშნავს უკრაინელი გენერალი.
 
 
უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითქმის 30 კვ.კმ (დაახლოებით 12 კვ.მილი) ტერიტორია დაუბრუნა. „მისთვის ბახმუტის ხელახლა დაკავება ასევე „ღირსების საქმეა," - წერს BBC. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გამოცემასთან განაცხადა, რომ რუსული ძალები ქალაქში მალე ხაფანგში იქნებიან.

გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები ახლა უკვე უკრაინაშია და გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად. გენერალი ამბობს, რომ ქალაქის აღებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ექნება.
 
„ჩვენი ხალხი გამარჯვებებს ელოდება, მათ მცირე გამარჯვებები სჭირდებათ," - ამბობს გენერალი სირსკი BBC-სთან ინტერვიუში. ის ხაზს უსვამს, რომ ბახმუტს ასევე აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ეს ერთგვარი კარიბჭეა რეგიონის სხვა საკვანძო ქალაქებისთვის.
წყარო:https://europetime.eu/
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way