USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
გენერალი მარკ მილი - ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია
Date:  1057

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია.

გენერალმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო შეიარაღება ძალიან სწრაფად ფართოვდება. მისი თქმით, რაკეტამ სამიზნის მიღწევამდე დედამიწას დაბალ ორბიტაზე შემოუარა.

რაკეტის გამოცდის ფაქტს უარყოფს ოფიციალური პეკინი. მათი ცნობით, ჩინეთში არა ზებგერითი რაკეტა, არამედ კოსმოსური ხომალდი გამოცადეს.

21 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდით შეშფოთებულია.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way