USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის
Date:  670
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის.
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე, წარმატებით უნდა გაიაროს სამედიცინო კომისია. გამოცდების შედეგებისა და რეიტინგული სიის შესაბამისად, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.
საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:
ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №51 - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.
ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის №117 ა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
➤ მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
➤ მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
➤ მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
➤ მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
➤ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
➤ ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლოდაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
➤ მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
➤ მოსწავლის ავტობიოგრაფია;
➤ ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).
რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები.
➤ 08.07.2023 – მათემატიკის გამოცდა.
➤ 09.07.2023 – ზოგადი უნარების გამოცდა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/uwCJ3
 
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way