USD 2.6285
EUR 2.9975
RUB 3.3513
Tbilisi
გენადი არველაძემ DCFTA-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებზე მოხსენება გააკეთა
Date:  2051

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებზე მოხსენება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 60 პროცენტზე მეტით ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც DCFTA-ით არის გათვალისწინებული.

გენადი არველაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს.

„ორმხრივი ვაჭრობის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 6 თვეში ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ექსპორტის ზრდაზე ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი (43 პროცენტი), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (52 პროცენტი), ნატურალური წვენები (93 პროცენტი), უალკოჰოლო სასმელები (36 პროცენტი), აზოტოვანი სასუქები (84 პროცენტი). მისი თქმით, საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა.

გენადი არველაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტროს ქოლგის ქვეშ შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნეს უნარების განვითარება, ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობა და სხვ.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მოხსენების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა“, - ნათქვამია ეკონომოკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way