USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
Date:  814

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:40-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, არტანი, ღორღა, თეთრაულები და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 17:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, ნატახტარი, ძალისი; 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ბაქაქურები, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი.

11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: ცხვარიჭამია, გლდანი, წიწამური.

14:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი, მუხათწყარო, ნახშირგორა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

15:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, ხატაეთის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, სარგის კაკაბაძის, იან ჰომერის ქუჩებზე, დიდ დიღომში, ქედის ბოლოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way