„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში მიხეილ მესხის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, მლეთა, სალაჯური, ყველანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, სტალინის, ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური, წილკანი და საგურამო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.