USD 2.7200
EUR 3.1522
RUB 3.3447
Tbilisi
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე Tbilisi Logistics Center რამდენიმე დღეში მესამე A კლასის საწყობის მშენებლობას იწყებს
Date:  814

Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მესამე  A კლასის საწყობის მშენებლობას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასაწყობე მეურნეობის მიმართულებით ლიდერი კომპანიის,  თბილისის ლოგისტიკური ცენტრის გენერალურ მენეჯერს არჩილ წერეთელს ესაუბრა. 

თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა გასულ წელს გეზის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება, პროექტის პირველი ფაზა A კლასის საბაჟო ტერმინალი  6300 კვადრატულ მეტრზე უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.

 

ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მეორე საწყობის მშენებლობაც 12000 კვ მეტრზე, რომელიც  დასრულების ეტაპზეა და 24000 ევროპალეტს დაიტევს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სამუშაოების შემდეგ ფაზაზე დაჩქარებული ტემპით გადადიან და კომპანია მესამე საწყობის მშენებლობასაც რამდენიმე დღეში დაიწყებს.

“დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში A კლასის საწყობების, რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რეგიონებზე, რომ არ ვისაუბროთ ამ ეტაპზე და მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენზე ვკონცენტრირდეთ, არსებული საწყობების 60-70%-ი B და C კლასისაა. ესენი ძველი საწყობებია, რაც უახლეს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია თანდათან მათი განახლება.

დღეს თუ კი ლოგისტიკის მიმართულებით რაიმე მოძრაობაა, ყველაფერი გეზის გარშემო ტრიალებს სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ ტერიტორიაზე გვაქვს აქცენტი. საუბარი მაქვს გარდაბანზე, გამარჯვებაზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ვფიქრობ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სასაწყობე ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, რადგან ტერიტორიულად ამის პოტენციალი არსებობს.

ჩვენი დაკვირვებით და ახლა უკვე ოფიციალური კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მოთხოვნა საგრძნობლად მზარდია A კლასის საწყობებზე და რამდენიც არ უნდა ააშენო, არსებული ტემპი ამ გაზრდილ მოთხოვნას ვერ უმკლავდება,ვინაიდან მოთხოვნა გაცილებით მეტია ვიდრე მიწოდებაა“, - ამბობს არჩილ წერეთელი Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული კვლევის „საწყობები და ლოგისტიკა თბილისში“ საპასუხოდ.

Galt & Taggart-ის უახლესი კვლევის თანახმად ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და ადგილობრივი/საგარეო ვაჭრობის გააქტიურებით იყო განპირობებული. მათივე მონაცემებით, ამჟამად თბილისში საწყობების მიწოდება არის 920 ათასი კვ. მეტრი. აქედან, 94% არის მშრალი საწყობები, ხოლო დანარჩენი 6% სამაცივრე მეურნეობები. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი საწყობების მიწოდება 2024 წელს 2020 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი, არსებული საწყობების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები ან ძალიან დაბალი ხარისხის საწყობებია, რომლებიც მოთხოვნის კრიტერიუმებს ძირითადად არ შეესაბამება.

„ვინაიდან სტანდარტები გაიზარდა თანდათანობით B და C კლასის საწყობების არსებობა არსს კარგავს და ადრე თუ გვიან ასეთი საწყობები ჩანაცვლდება A კლასის საწყობებით.ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და სრული მობილიზებით სწორედ ამ მიმართულებით გავაქტიურდეთ, შევქმნათ სრულიად  ახალი A კლასის დიდი მოცულობის საწყობები უახლესი სტანდარტების დაცვით.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის რიგით მეორე საწყობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, მშენებლობა 12000 კვ/მ-ზე მიმდინარეობს და  დასრულების შემდეგ საწყობში 24000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება მესამე საწყობს, როგორც არჩილ წერეთელი ამბობს, მისი მშენებლობა ძალიან მალე დაიწყება.

„ძალიან მალე დავიწყებთ მესამე  A კლასის საწყობის მშენებლობას,რომლისთვისაც 15 მლნ დოლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, რომ გამოვყოთ, მიწა არსებული საწყობების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შევიძინეთ და იმედი გაქვს, რომ 2026 წლის გაზაფხულისთვის მესამე A კლასის საწყობის მშენებლობასაც წარმატებით დავასრულებთ, რომელიც 20 000 კვ/მ-ზე აშენდება“, -აღნიშნავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორი.

წყარო:https://www.businessinsider.ge/

society
ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს - ამოღებულია 1 319 300, ხოლო ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის და მისი ოჯახის საბანკო სეიფებში 2 904 900 აშშ დოლარი

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”, - აცხადებს ის.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way