„გავხადოთ ინგლისი კვლავ დიდებული!“- ამ ლოზუნგით ლონდონის ცენტრში აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მათ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, სტივენ იაკსლი ლენონის, გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც მიგრანტებისა და მუსლიმანების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოდის.
რობინსონი სასჯელს სასამართლოსადმი გამოჩენილი უპატივცემულობის გამო იხდის. ერთი თვის წინ მას მხარდაჭერა მილიარდერმა ილონ მასკმა გამოუცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის თანახელმძღვანელის პოსტს იკავებს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.