USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა
თარიღი:  1059

გთავაზობთ გასული კვირის (8 – 13 მარტი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოშია
2. ინვესტიციების რეკორდული კლება 2020 წელს
3. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 60%-ს აღემატება
4. ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია "ნამახვანჰესის" პროექტზე
5. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პასუხები “ნენსკრაჰესის” პროექტთან დაკავშირებით
6. OMV PETROM-ი შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას იწყებს
7. 2021 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა
8. ბიზნესასოციაციების მიმართვა მთავრობას
9. გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე დარეგისტრირებულ 1 ვაკანსიაზე 316 განაცხადი მოდის
10. TBC Capital-ის კვლევით თებერვალში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 8.8%-ით შემცირდა.


1. AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოშია
AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. ხოლო COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 129 600 დოზა და Pfizer-ს 29 250 დოზა საქართველოში მაისის ბოლომდე ჩამოვა. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან, სამედიცინო პერსონალით დაიწყება. ყველა აცრილ ადამიანს კი ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა მიეცემა. ვაქცინაციის პროცესი დადებითი მოვლენაა ერთი მხრივ ქვეყანაში ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსასწორებლად, ხოლო მეორე მხრივ ვაქცინაციის მაღალი დონე რეგულაციების მოხსნისა და ბიზნესის განვითარების საფუძველი გახდება, რაც სტაბილურ ბიზნეს გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/3cAeG4q ; https://bit.ly/3rMc5dW ; https://bit.ly/3cr0DOw ; https://bit.ly/2PQSECv 

2. ინვესტიციების რეკორდული კლება 2020 წელს
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან შედარებით 52.9%-ით შემცირდა და სარეკორდოდ მინიმალური მოცულობა 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ აქტივების “ქართუსთვის” ჩუქება. 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სარეკორდო 90.9% შეადგინა, რეინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მაჩვენებლის კლებით იყო გამოწვეული.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/3qInjP5 ; https://bit.ly/30GC62m ; https://bit.ly/30DXchX ; https://bit.ly/3rMJSDR 


3. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 60%-ს აღემატება.
2021 წლის იანვარში სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 60%-ს აღემატება. აქედან: საგარეო ვალი 25.7 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო საშინაო ვალი 5.84 მილიარდ ლარს. საქართველოს ყველაზე მეტი ვალი მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან (IDA და IBRD - 6.79 მლრდ ლარი) აქვს აღებული.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/2OMq9FN 

4. ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია "ნამახვანჰესის" პროექტზე
ეკონომიკის სამინისტრო "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით აცხადებს, რომ პროექტის მშენებლობა არ შეჩერებულა და კვლევის დასრულებამდე დროებით, მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოებია შეჩერებული. სახელმწიფომ ინვესტორ კომპანია ENKA-სთან შეთანხმების 4-პუნქტიანი გეგმაც გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ: ინვესტორი ამ ეტაპზე ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას არ დაიწყებს; დაანონსდა რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდის შექმნა; კომპანია ENKA-ში ქართველი დირექტორი დაინიშნება და მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/3qKXEW4 ; https://bit.ly/3tktf2O ; https://bit.ly/38EWcOP ; https://bit.ly/3rYsZ92 

5. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პასუხები “ნენსკრაჰესის” პროექტთან დაკავშირებით

$1 მილიარდის ღირებულების ერთ-ერთი უმსხვილესი "ნენსკრაჰესის" პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი პროტესტი ახლავს თან, ამასთან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აღნიშნული პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. პროექტში ჩართული ორგანიზაციები არიან: EBRD; EIB და ADB, რომლებიც პროექტის განხორციელებას კვლავაც მხარს უჭერენ.

ვრცლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პასუხები “ნენსკრაჰესის” პროექტთან დაკავშირებით იხილეთ: https://bit.ly/3rMcnl2 

6. OMV PETROM-ი შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას იწყებს
"ნავთობკომპანია OMV Petrom SA საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს, პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში, 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.’’ აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ავსტრიული კომპანია OMV-ს მიერ წარმოებული ანალოგიური პროექტის ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38zLd9e ; https://bit.ly/2OO3kBq 

7. 2021 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოთან შედარებით 91%-ით შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2021 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 91%-ით შემცირდა, რომელთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა. ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა კი თურქეთიდან (15 983 ვიზიტორი) შემოვიდა.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/3thUj2o 

8. ბიზნესასოციაციების მიმართვა მთავრობას
საქართველოში მოქმედმა რვა ბიზნესასოციაციამ საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რათა გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული საქართველოში არსებულ მთელ რიგ საკითხებზე. მათ შორის მოთხოვნილი იყო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა, შეღავათიანი საგადასახადო რეფორმის გატარება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და სამომავლო პერიოდში სტრატეგიის შემუშავება.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/2Nizche ; https://bit.ly/2NeObZs 

9. გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე დარეგისტრირებულ 1 ვაკანსიაზე 316 განაცხადი მოდის

BMG-ის მიერ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე სულ 95,000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, გერმანული მხარის მიერ ამ დროისთვის 300 ვაკანსია არის დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ვაკანსიაზე დახლოებით 316 განაცხადია შესული.

ვრლად თემაზე: https://bit.ly/3eF9I9b 
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად?- https://bit.ly/3bJvKpe 

10. TBC Capital-ის კვლევით, თებერვალში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 8.8%-ით შემცირდა.
TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თებერვალში დამტკიცებული იპოთეკების რაოდენობა 8.8%-ით შემცირდა, რის მთავარ გამომწვევ მიზეზსაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულება წარმოადგენს. იპოთეკური სესხების შემცირების მიუხედავად, თბილისში ბინების გაყიდვების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38xW7MO

წყარო:https://bm.ge/

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის