საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა. მიმდინარე წლის 10 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $1.9 მილიარდს გადააჭარბა.
აღნიშნული თანხა აღემატება როგორც პანდემიური 2020 წლის ($1.88 მილიარდი), ასევე 2019 წლის წლიურ მონაცემსაც ($1.7 მილიარდი).
გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა - 36.250 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის: იტალია - 33.047 მლნ დოლარი; აშშ - 23.707 მლნ დოლარი; საბერძნეთი - 19.177 მლნ დოლარი; ისრაელი - 15.280 მლნ დოლარი; გერმანია - 10.868 მლნ დოლარი; თურქეთი - 8.565 მლნ დოლარი.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.