USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
გარიყულაში ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თარიღი:  

21 ივლისიდან არტ-ვილა გარიყულა, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2024 წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას "ხო, არაფერია კარგად". მონაწილე ხელოვანები არიან:

დათუნა ბარნაბიშვილი, სალომე ბოჭორიშვილი, გიორგი გელაძე, მართა გულაშვილი, ანი თოიძე, ელენე კავთელაძე, ამირან კვიატკოვსკი, მაკო ლომაძე, მერაბო ლომაძე, დაჩი მინდაძე, ნუცა მიქაბერიძე, საბა მჟავანაძე, თათა ჟღენტი, სოფო სიმონიშვილი, ნინა წოწორია, ნოდო ხაჩიაური, ნინი ჯალიაშვილი, Yamadatesla.

909f0f64-cdb3-4b7d-90d3-87bc15742ed8

კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში XIX საუკუნეში აშენებული ბოლგარსკიანთ სასახლის, იგივე არტ-ვილა გარიყულად აღდგენა 2017 წელს დაიწყო.

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღდგენის შემდეგ როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდა. გადმოცემით, როტონდაზე დამონტაჟებული იყო სანათური, რომელიც შუქურასავით ანათებდა და სოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან ჩანდა.

არტ-ვილა გარიყულა პოლონური წარმოშობის თბილისელმა ინჟინერმა ვასილ ბოლგარსკიმ 1885 წელს ააშენა. მის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და ახლა უკვე აღარ არსებული თბილისის სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

გასაბჭოების შემდეგ ბოლგარსკი „გააკულაკეს“, მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ნახევრადდანგრეულ შენობაში ადგილობრივები თივას ინახავდნენ.

ბოლგარსკიანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. სამუშაოებში მოხალისეებად იყვნენ ჩართულები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად.

6ddb5b8e-d01e-4c37-bf22-57903db55c51

7ae637f7-2a1f-44be-bea0-61a5920f8da8

08dc28b1-7fc5-49c8-996f-26a5791e5655

de128816-e267-495a-a4f5-5550932e4696

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის