USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი
Date:  597

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.

„28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way