USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
გარემოს ეროვნული სააგენტო: დღეიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული
Date:  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.

მათივე ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way