USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გარემოს ეროვნული სააგენტო - 18 და 19 აგვისტოს, საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
дата:  500

სინოპტიკოსები 18 და 19 აგვისტოს, საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 და 19 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати