USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში დადებითად შეფასდა
Date:  1069

► ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

► ანგარიშში განხილულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს მიერ როგორც პოლიტიკური, ისე ინსტიტუციონალური კუთხით განხორციელებული რეფორმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადებითად შეფასდა სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც დარგის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.
„ანგარიშში საუბარია ისეთ დადებით შედეგებზე, როგორებიცაა ჰაერის პორტალის შექმნა, გარემოსდაცვითი მიმართულებით პოლიტიკის არსებობა, მათ შორის, ტყის კოდექსი, რომელიც სამინისტროში შემუშავდა, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტშია გადაგზავნილი; აკვაკულტურისა და მეთევზეობის მიმართულებით გაუმჯობესებული კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სტრატეგიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც 2020 წელს დამტკიცდება. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ ნარჩენების მართვის მიმართულებით, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვისთვის გადადგა.

►ანგარიშში ხაზგასმულია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა, მათ შორის, ENPARD-ის და EU4Evironment მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way