USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდა.
дата:  652

მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო, საუდის არაბეთში ქართული ცხვრის ექსპორტის საკითხს.

მინისტრმა აბდულა ალ-მუტაირს ქართული თხილის, თაფლის და ლურჯი მოცვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ პროდუქციას მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყურადღება ეკოტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გამახვილდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. На изображении может находиться: 2 человека, люди сидят

საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა საქართველოსთან, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანასთან, აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати