USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
თარიღი:  708
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.
 
კუს ტბის გარშემო არსებულ გამწვანებულ ფერდობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კი აღნიშნულ ტერიტორიას ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ.
 
 სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე გაეცნენ.
 
 გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაეროს ინიციატივით, 1972 წლიდან აღინიშნება.
 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის