USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
“გარეჯის ტერიტორია ძვირფასია, მაგრამ არა სულიერი თვალსაზრისით, ვიცი, რომ ახლა, ამის წაკითხვისას უმრავლესობა აღშფოთდით”- დეკანოზი თამაზი
дата:  918

მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

დეკანოზს ახალი აღთქმიდან ფრაგმენტი მოჰყავს, რომელზე დაყრდნობითაც წერს, რომ ტაძარს, მთას, მონასტერსა თუ მიწას არავითარი ღირებულება გააჩნია.

დეკანოზის თქმით, მთავარია, ადამიანებს რწმენა ჰქონდეთ, ხოლო თუ სარწმუნოებაზე საუბრობენ, ნუღარ დასდევენ მიწებს, საზღვრებს, შენობებს, ნანგრევებს

დეკანოზის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მძიმე რამეს გეტყვით, მაგრამ ჭეშმარიტება ესაა. გეტკინებათ, მაგრამ სულიერად წინ წახვალთ. შეიძლება მე ჩამქოლოთ, მაგრამ თქვენ განთავისუფლდებით. გეტყვით, რომ ნამდვილი ქრისტიანული მოძღვრების ანუ სახარების იმ ჭეშმარიტი რჯულის მიხედვით, რომელიც ქრისტემ მოგვცა, არცერთ არც ტაძარს, არც მონასტერს, არც მათ ნანგრევებს, არც მთას და არც მიწას არ გააჩნია არავითარი ღირებულება მარადიული ცხოვრების ანუ ჩვენი ცხონების საქმეში. პირდაპირ გვეუბნება ახალი აღთქმა: ”უფალი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს” (საქ. 17,24) გესმით? ახალი აღთქმა, პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთი არ ცხოვრობს რკინა-ბეტონის შენობაში. მაშ, სადაა იგი? დღეს დანანებით ვუსმენთ ხოლმე, სადღაც დაუსახლებელ გადაკარგულში ყოფილი ტაძრის ნანგრევებს რომ მისტირიან და იმავდროულად ის არ აწუხებთ, ღვთის სიტყვის მოსასმენად, რომ არ იკრიბება ხალხი მათ ქალაქებში. ნანგრევი რაში მადარდებს, როცა ქრისტეს მოძღვრების ელემენტარულ საკითხებზე წარმოდგენა არა აქვს ხალხს და ასე გადის მათი ცხოვრება. ეკლესიისთვის, ღვთის წინაშე ესაა მთავარი პრობლემა და არა გრანდიოზული ტაძრები, ტაძრის ნანგრევები, მღვიმეები, საზღვრები თუ მიწები.

გეკითხებით: რაში მჭირდება ტაძრის ნანგრევის აღდგენა დაუსახლებელ სოფელში, სადაც არავინ ცხოვრობს თუ ჯერ იქ, სადაც ყოველდღიურად ცხოვრობს და კვდება მრავალი ადამიანი, ღმრთის ნამდვილი ტაძარი – ადამიანი არ ავაშენე?! ადამიანია ღმრთის ტაძარი – ”განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ თქვენ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?” (1 კორ. 3,16)

ახლა მოშურნენი ამბობენ: ის ნანგრევი ძვირფასია, რადგან ის წმინდანი იქ ეწამაო ან ის მიწა ძვირფასია, რადგან იქ იმ წმინდანის სისხლი დაიღვარაო და ა.შ. გეკითხებით, ვისი სისხლია ქრისტეს სისხლზე უფრო მეტი? სადაა ტაძარი სადაც ის ქადაგებდა? სადაა სახლი, სადაც ის ცხოვრობდა? სადაა გოლგოთა, სადაც ის ჯვარს ეცვა? ან სადაა ქრისტეს სხეული? დაფიქრებულხართ, რომ მისი ტაძარი აღარ არსებობს, აღარც მისი სახლია, გოლგოთაც და მისი ქალაქიც არაქრისტიანებს ეკუთვნით, ხოლო მისი სხეული ზეცაშია. ასე ასწავლიდა უფალი, იესო ქრისტე სამარიაში და ასე გვასწავლის ჩვენც: მოვა დრო, როცა არცერთ ადგილზე აღარ იქნება მიჯაჭვული უფლის თაყვანისცემა, არამედ მოვიდა უკვე დრო, როცა ნამდვილი მორწმუნენი სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ ღმერთს თაყვანს (ინ. 4, 21-24).

ამიტომ, თუ სარწმუნოებაზე საუბრობთ, ნუღარ დასდევთ მიწებს, საზღვრებს, შენობებს, ნანგრევებს და ა.შ. მთავარია ჩვენ შევიკრიბოთ წმინდა რწმენით, ქრისტეს სახელით და გვწამდეს, რომ ჩვენ შორისაა უფალი, გინდაც საბძელში იყოს ეს და გინდაც სარდაფში, არა აქვს მნიშვნელობა, შეისმენს უფალი ჩვენსას. რწმენაა მთავარი. გარეჯის ტერიტორია ძვირფასია და მნიშვნელოვანი ეროვნული, ქონებრივი და სახელმწიფოებრივი, მაგრამ არა სულიერი თვალსაზრისით. ვიცი, რომ ახლა, ამის წაკითხვისას უმრავლესობა აღშფოთდით. მაგრამ ასე გვასწავლის სახარება და ღვთის სიტყვას ჩვენ ვერ გავამრუდებთ. დაუშვებელია მიწიერი საკითხების მოგვარებისას ქრისტიანობით სპეკულირება და ადამიანების მანიპულირება რწმენის მეშვეობით. ეს არ მოგვიტანს სიკეთეს. ამბობენ: იქ 6000 ბერმა დაღვარა სისხლიო. კი, ბატონო, ეწამნენ რწმენისთვის, დიდებული მოწამეობის მაგალითი დაგვიტოვეს და წავიდნენ უფალთან, მათ დაასრულეს მათი მიწიერი საქმე.

ახლა, დღეს აქ დარჩენილებს თუ გვესმის, რა გვწამს და ჩვენ თუ გავწირავთ თავს ქრისტეს რჯულისთვის, ესაა მთავარი და არა წარსული, რომელიმე მიწა, საზღვარი თუ ნანგრევი. საზღვრების საკითხი სახელმწიფოს მოსაგვარებელი, სუფთად საერო საქმეა და მასთან საერთო არა აქვს რწმენას. ასე გვასწავლის წმინდა წერილი,

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати