USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
Tbilisi
გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა
Date:  425

მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა,  გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული.

მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.

ლეონიდე ზვიადაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 19-109, 376-ე მუხლებით დაიწყო.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way