USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
განათლების მინისტრი - კომაროვის სკოლა გამორჩეული სასწავლებელია
дата:  423

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომაროვის სკოლა გამორჩეული სასწავლებელია, რომელიც ქვეყანას უკვე მრავალი წელია ფიზიკისა და მათემატიკის დარგში არაერთ ღირსეულ თაობას უზრდის, შესაბამისად, მისი განვითარების მხარდაჭერა სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს.

„კომაროვის სკოლა ახლაც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას და ასეულობით ახალგაზრდა, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან, განათლებას ამ სკოლის კედლებში იღებს.

დღეს კომაროვის სკოლა დგას გამოწვევის წინაშე – ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. 150-ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რასაც ჩვენ ახლო მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განვიხილავთ.

ახალი პანსიონი სკოლას მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას უმასპინძლოს. მოსწავლეები, სწავლების პერიოდში, იცხოვრებენ კომფორტულ გარემოში და კიდევ უფრო გაიღრმავებენ ცოდნას, რომელსაც შემდგომ ქვეყნის განვითარებას მოახმარენ,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პანსიონი, რომელიც კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონების სკოლების 100-ზე მეტ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ აძლევს, სწავლის პარალელურად, საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობას.

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეები ფიზიკას, მათემატიკასა და ინფორმატიკას სწავლობენ სპეციალური, გაძლიერებული კურიკულუმით. მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში.

სკოლა იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც კომაროვის სკოლაში არ სწავლობენ, პროექტების სახით, ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას. კომაროვის სკოლის პროექტებია: საღამოს სკოლა, შაბათის სკოლა, STEM სკოლა, კომაროვის ონლაინ სკოლა, ონლაინ შაბათის სკოლა და სხვა. პროექტებში ჩართული მოსწავლეები იღებენ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას მათემატიკაში, ფიზიკაში, პროგრამირებაშიინჟინერიაშირობოტიკასა და STEM-ის სხვა დისციპლინებში.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати