USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
განათლების მინისტრი - 11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ - დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში
თარიღი:  275

11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ, შემდეგ კი იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, კონკრეტულ საშუალო სკოლებში მეთორმეტე კლასს გახსნიან.

„11 - კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში. ასევე, როგორც მოგახსენეთ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი ექნებათ მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, შესაბამისად ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ. იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი”,- აღნიშნა მიქანაძემ.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის