USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
გამყრელიძე ახალ შეზღუდვებზე გადაწყვეტილებებს 2 დღეში აანონსებს
Date:  528

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას უახლოს ორ დღეში მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზებს აკეთებს, საქართველოში დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა, როგორც შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით.

“ამიტომ პროგნოზია, რომ სადღაც დეკემბრის პირველ კვირაში უფრო გვექნება შემთხვევათა ზრდა და თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, აუცილებელია, რომ ჩვენ არსებული რეგულაციების აღსრულება გავამკაცროთ და დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე, ვფიქრობ, ხვალაც გაგრძელდება და უახლოესი ორი დღის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს”, — განაცხადა გამყრელიძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way