USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
გამოვიდა თბილისის ქალთა გუნდის პირველი აუდიო ალბომი
Date:  2144
თბილისის ქალთა გუნდმა თავისი პირველი აუდიო ალბომი გამოუშვა და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას:
"თბილისის ქალთა გუნდის პირველი აუდიო ალბომი! 
წლის პროექტი, რომელიც განხორციელდა გუნდის 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.
განსაკუთრებულად ვულოცავთ ჩვენს მაესტროს - Omar Burduli
ალბომი სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი და შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ და შეაფასოთ ჩვენი ნამუშევარი.
ალბომის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს გვერდზე, ასე რომ თვალი ადევნეთ სიახლეებს.
პროექტში თანამშრომლობისა და გაწეული შრომისათვის უდიდესი მადლობა ჩვენს პროფესიონალ მეგობრებს:
 Giorgi Induashvili
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი."
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way