USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
გამოკითხვების თანახმად, იტალიაში ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს
дата:  435

გამოკითხვების თანახმად, 25 სექტემბერს დაგეგმილ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს, ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“, მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალია“ სამთავრობო კოალიციას ჩამოაყალიბებენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მელონი და სალვინი ევროკავშირს აკრიტიკებდნენ და ბრიუსელს ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. ამის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპას „აქვს შესაბამისი ბერკეტები“ იმ შემთხვევისთვის, თუ იტალიაში პროცესები „რთული მიმართულებით წავა“.

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, ულტრამემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლას შეუშალოს ხელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ჯუზეპე კონტეა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში მარიო დრაგის კაბინეტს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რის გამოც დრაგის თანამდებობის დატოვება მოუწია.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати