USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Tbilisi
გამოკითხვების ომი
Date:  1354

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 53% პასუხობს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ხოლო 40% - „ქართულ ოცნებას“.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერა, კვლევის მიხედვით, 7%-ია.

რაც შეეხება ე.წ. შეწონილ მონაცემებს, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების შედეგი 39% იქნებოდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის — 23%, ხოლო ევროპული საქართველოსი — 8%. ალოკაციის მეთოდით, 6-6% აქვთ პატრიოტთა ალიანსს და ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 5% ლელოს.

კითხვაზე: რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ ამ არჩევნებში, გამოკითხულთა 89%-ი ამბობს რომ ნამდვილად მიიღებს , ხოლო 11% არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

გამოკითხული მოსახლეობის 74% საქართველოს განვითარებისთვის 2004-2012 წლების პერიოდს დადებითად აფასებს

კვლევის მიხედვით, ხსენებულ პერიოდს ნეგატიურად გამოკითხულთა მხოლოდ 26% აფასებს.

კვლევითმა ორგანიზაციამ რესპონდენტებს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. კერძოდ: „როგორ შეაფასებდით საქართველოს განვითარებისთვის 2012 წლიდან დღემდე პერიოდს“.

გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ამ პერიოდს დადებითად აფასებს, ხოლო 57% ნეგატიურად.  

კითხვაზე „რამდენად ენდობით ან არ ენდობით ინსტიტუციას“ მოსახლეობის 87% დადებითად აფასებს ქართულ ჯარს,  ეკლესია 85%-იანი ნდობით სარგებლობს.

ყველაზე ნეგატიურად მოსახლეობა პრეზიდენტის ინსტიტუტს აფასებს - 71% ნეგატიურადაა განწყობილი.

ამავე კვლევის მიხედვით, მმართველი გუნდის თავმჯდომარის როლს პოლიტიკაში დადებითად 37% აფასებს.

კვლევითმა ორგანიზაციამ რესპონდენტებს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. კერძოდ: „ემხრობიან თუ არა ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე“.

გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ ივანიშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას ნეგატიურად აფასებს, ხოლო 29% ემხრობა.

Edison Research-მა კვლევა  2020 წლის თებერვალში ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხნენ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეები მთელი საქართველოდან, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კვლევაზე გადასვლა - https://formulanews.ge/Category/edisonResearch

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way