USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გამოკითხულთა 87%-ი საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI
თარიღი:  610

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის.

კითხვაზე : „ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს“, 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა - ირანი, 3-3 %-მა -სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, 2-2 %-მა - უკრაინა და ჩინეთი, 1-1 %-მა - ისრაელი, უნგრეთი და გაერთიანებული სამეფო, 1 %-მა - არცერთი.

ამასთან, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორია ჩვენი მთავრობის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი?“ - გამოკითხულთა 17%-მა უპასუხა, რომ პროდასავლური, 25%-მა - პრორუსული, 21% მიიჩნევს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული და 20% უპასუხა, რომ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური, 17%-მა განაცხადა, რომ არ იცის/არ სურს პასუხი.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის