USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
"გამოიყენეთ უფლებამოსილება გიგი უგულავას საქმეზე, მისი გათავისუფლება შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება" - 11 ევროპარლამენტარის მიმართვა ზურაბიშვილს
Date:  1439

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა 11-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა.

წერილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ ორმხრივ შეთანხმებას ეხება.

 ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიიშვილს მოუწოდებენ, რომ განახორციელოს თავის ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლებამოსილება "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმესთან დაკავშირებით.

წერილში ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უგულავას გათავისუფლება საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება.

"ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერ ევროპარლამენტარებს გვსურს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება. ეს პოზიტიური ახალი ამბავი წაახალისებს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს პროგრესი თავისი ხალხის ევროპული არჩევანის განხორციელების გზაზე.

საქართველოს ბევრმა მეგობარმა და თავგამოდებულმა მხარდამჭერმა გამოხატა თავისი შეშფოთება იმ მოვლენებზე, რომლებმაც გამოიწვია გაზრდილი პოლარიზაცია და ანტაგონიზმი ბოლო თვეების განმავლობაში. ერთერთი მთავარი გამომწვევი ამ სამწუხარო პროცესისა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრება იყო.

შეთანხმების სრულად შესრულება, როგორც სიტყვა-სიტყვით, ასევე სულისკვეთების მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის. მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ამა თუ იმ საკითხზე კამათს, თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები, მათ შორის ჩვენ, მოველით,"- აღნიშნულია წერილში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way