საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მზარდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმჯობესდება უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდს შეადგენდა, რასაც უცხოური ვალუტის შემოდინებების მაღალმა დონემ შეუწყო ხელი. ამასთან, რეზერვების დონეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. მაგალითისთვის, ეროვნული ბანკი ვალუტას ყიდულობს მაშინ, როცა ქვეყანაში უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინებაა, ხოლო ვალუტას ყიდის როცა ლარზე ერთჯერადი ზეწოლა ფიქსირდება, ან როცა ქვეყანა საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - მაგალითად, 2020 წლის კოვიდ პანდემიის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა $916 მილიონი გაყიდა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სებ-მა $1.3 მილიარდით გაზარდა რეზერვები (იყიდა $1.5 მილიარდი და გაყიდა $167 მილიონი). 2022 წელს კი, სავალუტო ბაზარზე სებ-მა $565 მილიონი შეისყიდა.
„ზოგადად, ქვეყანას სავალუტო რეზერვები სჭირდება მოკლე და გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საგარეო ვალის მომსახურებისთვის და ვალუტის მაღალი რყევების პერიოდში სავალუტო ბაზარზე ინტერვენციისთვის. შესაბამისად, როცა ქვეყანას ადეკვატური რეზერვების დონე აქვს, ეს ზრდის ნდობას ქვეყნის შესაძლებლობებში შეასრულოს თავისი საგარეო ვალდებულებები და გაუმკლავდეს საგარეო შოკს ან კაპიტალის მოულოდნელ გადინებას. სწორედ ამიტომაც, რეზერვების დონეს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები (Fitch, S&P, Moody’s) და უცხოელი ინვესტორები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.