კახაბერ ქემოკლიძე: "“ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თასმების შეკვრავს დაიწყებს” - მეგობრებო ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ - ჩვენ თასმებს სწრაფად ვიკრავთ !
ტყუილებით, fake-ით, “დეზ”-ებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს!
მაშინ როდესაც ვაშინგტონში უკვე შევხვდით საქართველოს ნამდვილ მეგობრებს
(NED-ის, NDI-ის, IRI-ის ხელმძღვანელებს; სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ორ თანაშემწეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტის დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს საუკეთესო მკვლევარებს, მის მოქმედ და NED-ის მომავალ პრეზიდენტს, NDI-ის ყოფილ და NED-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს) და დღეს უკვე ვხვდებით მნიშვნელივან პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს, ისევე როგორც ორი/სამი კვირის წინ ყვარელში ვიზიტისას გახარიას “პარიზში გაფრება” დააბრალეს. მეგობრებო, რიტორიკული კითხვა - სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აძაგებდით, ვითარება ხომ არ გეცნობათ უკვე ახალი 9 წლის თავზე?!
P.S. მაშინ როდესაც “ოცნება” “რეალ ტვ”-ის ინსტრუმენტებით ჩვენს წარმატებულ ვაშინგტონურ ტურნეს ებრძვის, ჩვენ ამერიკელებს ვაქცინების მსხვილი პარტიის საქართველოსთვის გადმოცემაზე ვემუშავებით. დიახ, ეს არის სახემწიფოებრივი აზროვნება და არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ხელისუფლებაში და თუ ოპოზიციაში!
ლევან დოლიძე: "მძიმეა მართველი ძალის იმ რეაქციის ხილვა, რაც გიორგი გახარიას აშშ-ს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში ჩატარებულ შეხვედრებს მოჰყვა. გულწრფელად ვდარდობ რეაქციებზე, რაც შესაძლოა დღევანდელ შეხვედრებს მოყვეს. ველი სიტუაციის დამძიმებას!:)
ვცდილობ, დავინახო მცირედი განსხვავება დღევანდელი ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდასა და 2011-2012 წლებში მოქმედი "რეალ ტვ"- ის მცდელობებს შორის!"
გიორგი გოგუაძე: "დასანანია იმის ყურება თუ როგორ ავრცელებს რუსთავი 2 ტყუილს გიორგი გახარიას აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. ქვეყნისთვის საჭირო მაღალი დონის შეხვედრებზე თვალის დახუჭვის პარალელურად კონსპირაციებში გადავარდნა მედიის მხრიდან ცუდი საყურებელია."
ანა ბუჩუკური: "მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან.
ბატონი გახარიას შეხვედრა სააკავშილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს!"
ბექა ლილუაშვილი: "2 კვირიანი ბნელი, უსუსური ანტიპიარის და "მთავარი არტილერიის" გამოყენების შემდეგ, ოცნებამ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების რიგით მე-2 შიდა პარტიული კვლევაც დაასრულა და რიგით მე-4 სერიაში, გახარიამ სააკაშვილი სამუსაიფოდ ვაშინგტონში დაპატიჟა თურმე...
ეჰ, მეტი ფანტაზიის უნარის იმედი მქონდა, ზოგიერთი მედიასაშუალების პროდიუსინგის მხრიდან მაინც "
ბერდია სიჭინავა: "მმართველი პოლიტიკური პარტია “ფორმაშია”!
გიორგის გახარიას ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტის ფონზე, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელების მორიგი ისტერიკა რომ გარდაუვალი იყო, ეჭვი არავის გვეპარებოდა.
ყოველ ასეთ ისტერიკას მოსდევს ხოლმე ტყუილების კასკადი, ყოველ ჯერზე უნიჭობის და ულოგიკობის ანტირეკორდით.
ლოგიკის ცხენი გაგექცათ მეგობრებო!მეეჭვება, ოდესმე დაბრუნდეს თქვენთან! "
გიორგი ხოჯევანიშვილი: "გიორგი გახარიას ბრიუსელსა და ვაშინგტონში წარმატებული შეხვედრების გადასაფარად მორიგი შეკვეთილი ფეიკ ნიუსი გავრცელდა... ერთადერთი, რაზეც გულწრფელად ვწუხვარ, მედიასაშუალება რომ ხდება ამის მონაწილე... ვნახოთ რა იქნება შემდეგი?"
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/