USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გახარიას გუნდის გამოხმაურება გიორგის და სააკაშვილის "შეხვედრაზე"
Date:  444

კახაბერ ქემოკლიძე: "“ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თასმების შეკვრავს დაიწყებს” - მეგობრებო ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ - ჩვენ თასმებს სწრაფად ვიკრავთ !

ტყუილებით, fake-ით, “დეზ”-ებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს!

მაშინ როდესაც ვაშინგტონში უკვე შევხვდით საქართველოს ნამდვილ მეგობრებს

(NED-ის, NDI-ის, IRI-ის ხელმძღვანელებს; სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ორ თანაშემწეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტის დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს საუკეთესო მკვლევარებს, მის მოქმედ და NED-ის მომავალ პრეზიდენტს, NDI-ის ყოფილ და NED-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს) და დღეს უკვე ვხვდებით  მნიშვნელივან პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს, ისევე როგორც ორი/სამი კვირის წინ ყვარელში ვიზიტისას გახარიას “პარიზში გაფრება” დააბრალეს. მეგობრებო, რიტორიკული კითხვა - სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აძაგებდით, ვითარება ხომ არ გეცნობათ უკვე ახალი 9 წლის თავზე?!

P.S. მაშინ როდესაც “ოცნება” “რეალ ტვ”-ის ინსტრუმენტებით ჩვენს წარმატებულ ვაშინგტონურ ტურნეს ებრძვის, ჩვენ ამერიკელებს ვაქცინების მსხვილი პარტიის საქართველოსთვის გადმოცემაზე ვემუშავებით. დიახ, ეს არის სახემწიფოებრივი აზროვნება და არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ხელისუფლებაში და თუ ოპოზიციაში!

ლევან დოლიძე: "მძიმეა მართველი ძალის იმ რეაქციის ხილვა, რაც გიორგი გახარიას აშშ-ს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში ჩატარებულ შეხვედრებს მოჰყვა. გულწრფელად ვდარდობ რეაქციებზე, რაც შესაძლოა დღევანდელ შეხვედრებს მოყვეს. ველი სიტუაციის დამძიმებას!:)

ვცდილობ, დავინახო მცირედი განსხვავება დღევანდელი ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდასა და 2011-2012 წლებში მოქმედი "რეალ ტვ"- ის მცდელობებს შორის!"

გიორგი გოგუაძე: "დასანანია იმის ყურება თუ როგორ ავრცელებს რუსთავი 2 ტყუილს გიორგი გახარიას აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. ქვეყნისთვის საჭირო მაღალი დონის შეხვედრებზე თვალის დახუჭვის პარალელურად კონსპირაციებში გადავარდნა მედიის მხრიდან ცუდი საყურებელია."

ანა ბუჩუკური: "მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან.

ბატონი გახარიას შეხვედრა სააკავშილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს!"

ბექა ლილუაშვილი: "2 კვირიანი ბნელი, უსუსური ანტიპიარის და "მთავარი არტილერიის" გამოყენების შემდეგ, ოცნებამ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების რიგით მე-2 შიდა პარტიული კვლევაც დაასრულა და  რიგით მე-4 სერიაში, გახარიამ სააკაშვილი სამუსაიფოდ ვაშინგტონში დაპატიჟა თურმე...

ეჰ, მეტი ფანტაზიის უნარის იმედი მქონდა, ზოგიერთი მედიასაშუალების პროდიუსინგის მხრიდან მაინც "

ბერდია სიჭინავა: "მმართველი პოლიტიკური პარტია “ფორმაშია”!

გიორგის გახარიას ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტის ფონზე, მმართველი პარტიის  ამჟამინდელი ხელმძღვანელების მორიგი ისტერიკა რომ გარდაუვალი იყო, ეჭვი არავის გვეპარებოდა.

ყოველ ასეთ ისტერიკას მოსდევს ხოლმე ტყუილების კასკადი, ყოველ ჯერზე უნიჭობის და ულოგიკობის ანტირეკორდით.

ლოგიკის ცხენი გაგექცათ მეგობრებო!მეეჭვება, ოდესმე დაბრუნდეს თქვენთან! "

გიორგი ხოჯევანიშვილი: "გიორგი გახარიას ბრიუსელსა და ვაშინგტონში წარმატებული შეხვედრების გადასაფარად მორიგი შეკვეთილი ფეიკ ნიუსი გავრცელდა... ერთადერთი, რაზეც გულწრფელად ვწუხვარ, მედიასაშუალება რომ ხდება ამის მონაწილე... ვნახოთ რა იქნება შემდეგი?"

წყარო:https://www.facebook.com/tiko.tvaladze/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way