USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
გახარია: შეზღუდვების შედეგად, ინფექციის გავრცელების ტემპი შენელებულია
Date:  632

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გახარიას შეფასებით, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული მიზნობრივი შეზღუდვების გარდამავალი შედეგია ინფექციის გავრცელების ტემპის შეჩერება.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახარიამ თქვა, რომ ტესტირების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია: „პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს“.

გიორგი გახარიას თქმით, მოხერხდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების სისწრაფის შეჩერების პირველი ამოცანის შესრულება, თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია.

გახარიას განცხადებით, როცა ინფექციის გავრცელება ევროპაში ახალ რეკორდებს ამაყარებს და ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ, მათ შორის, საახალწლო-საშობაო შეზღუდვებს, საქართველოს თითოეული ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი, გონივრული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს გარდამავალი მცირედი მიღწევის შესანარჩუნებლად: „დღეს, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც“.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყველას მოუწოდა, ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ და თავი აარიდონ დიდ წვეულებებს.

საქართველოს დიდი ქალაქებში 28 ნოემბრიდან დახურულია დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია და დახურული ბაზრობები. არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტანსპორტი. ამ შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იგეგემება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის პირველი ათი დღის განმავლობაში, ტესტირების გაფართოების ფონზე, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობდა 4-5 ათასის ფარგლებში. ბოლო ერთი კვირაა ეს მაჩვენებელი 4 ათასზე ნაკლებია, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 2981 შემთხვევა აღირიცხა.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way