USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გახარია: მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ აუცილებელ პირობებს
Date:  511

მიუხედავად დისკომფორტისა, რომელიც შეექმნა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არსებობს არანაირი მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული რეცეპტი, წამალი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების, მობილობის შემცირებისა და ა.შ.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ და ვიყავით იძულებული, მიგვეღო ბევრი ისეთი, ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დისკომფორტული ნაბიჯი, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო და დავიწყო მადლობით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელებასთან. ასევე ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც აუცილებელია დღეს ჩვენთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ ვირუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way