USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
გაფიცული მაღაროელები - "მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში. იყო 14 პუნქტი, რაც ეხებოდა ჩვენი შრომის გაუმჯობესებას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას"
Date:  566

გაფიცული მაღაროელები ჯორჯიან მანგანეზის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა მაღაროების მათთვის გადაცემა არ ყოფილა.

მაღაროელები აცხადებენ, რომ ის 14 პუნქტი, რომლის შესრულებასაც კომპანიისგან ითხოვენ, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მატებას ეხება.

დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ჯორჯიან მანგანეზის მაღაროები გადაეცეთ და კომპანიის განცხადება სიცრუეა.

"მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში. იყო 14 პუნქტი, რაც ეხებოდა ჩვენი შრომის გაუმჯობესებას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას" - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი ფორმულასთან ინტერვიუში.

მაღაროელები განმარტავენ რომ კომპანიასთან 12-პუნქტიანი მოთხოვნები 2019 წელს წარადგინეს, თუმცა ეს მოთხოვნები 4 წლის განმავლობაში არ შესრულებულა. ამ პუნქტებს კიდევ 2 დაემატა - უსაფრთხო სამუშაო გარემო და ხელფასის მატება 20%-ით.

ჯორჯიან მანგანეზმა გუშინ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, შეასრულოს გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა და "თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს".

კომპანიის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მათი მიზანია, "მოგვარდეს კრიზისული სიტუაცია" და შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, რადგან მათთვის "თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა".

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way