USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გაერთიანებული სამეფო, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ
дата:  476

გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს იმ ზომების ნაწილია, რომელიც უკრაინაში შეჭრისთვის, მოსკოვის დასჯას ისახავს მიზნად.

აკრძალვა მალე ამოქმედდება და გავრცელდება ახლადმოპოვებულ ან დამუშავებულ ოქროზე. ეს არ იმოქმედებს რუსული წარმოშობის იმ ოქროზე, რომელიც ადრე იყო ექსპორტირებული რუსეთიდან, - განმარტავს ბრიტანეთის მთავრობა.

ცოტა ხნის წინ, Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შვეიცარიის საბაჟო ორგანოები რუსეთში წარმოებული 3,1 ტონა ოქროს იმპორტის საკითხს განიხილავენ. ოქროს ღირებულება $202 მილიონია. ის შვეიცარიაში ბრიტანეთიდან მაისში შეიტანეს. შვეიცარიის საბაჟო და სასაზღვრო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი განმარტავს, რომ 7 მარტიდან, რუსეთში წარმოებული ოქროს ზოდებით ვაჭრობა შვეიცარიაში აკრძალულია, თუმცა ეს არ ეხება 2022 წლის 7 მარტამდე ჩამოსხმულ ზოდებს.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати