USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
გაერთიანებული სამეფო: ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება
дата:  472

გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა“,- განაცხადა მთავრობის მთავარმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში.

პროფ. კრის უიტის განცხადებით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უცებ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით, თან მალე. მან ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტური ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა. თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზედ მცირე იყო.

„ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება. ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“,-განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე. უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ დამატებით 759 ადამიანი შეიწირა ვირუსმა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18 100 ადამიანამდე გაზარდა. პროფ. უიტი დასძენს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდეს კორონავირურთან დაკავშირებული გარდაცვლილთა რაოდენობის უცაბედ კლებას და გაქრობას.

„გრძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება. ვაქცინა, რომლის პრაქტიკული გამოყენების ბევრი გზა არსებობს… ან ძალზედ ეფექტური პრეპარატია გამოსავალი, რათა ხალხი აღარ კვდებოდეს ამ დაავადების გამო მაშინაც კი, როდესაც ვირუსი შეეყრებათ ან მოწყვლად მოსახლეობაში მოხდეს ამ დაავადების პრევენცია“,- აცხადებს პროფესორი. პროფ. უიტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მრავალი განსხვავებული გზა არსებობს იმისათვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალება ან ჯანმრთელობის გაუარესება მოხდეს.

„იმ ადამიანებს ვითვლით, ვინც ახალი კორონავირუსის გამო დაიღუპა, თუმცა სხვები ირიბად კვდებიან, რადგან ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მოუწია ამ ეპიდემიაზე გადართვა და ამის გამო არჩევით პროცედურებსა და სკრინინგს ნაკლებად მიმართავთ“. მან ასევე ბრძანა, რომ დანერგილი ინტერვენციები ადამიანებს შორის ურთიერთობის აღკვეთის არეალს აფართოებს, რაც გრძელვადიან პერიოდში ზრდის რისკებს მათი ჯანმრთელობის მიმართ.

„ამდენად, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამაზე. როგორ შეიძლება საუკეთესოდ დაბალანსდეს ზომები, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“,-აღნიშნავს პროფესორი. მისი აზრით მინისტრებს მოუწევთ შეზღუდვების სანაცვლოდ სწორი შეთავაზებების გაკეთება. სამედიცინო საკითხებში მთავრობის მთავარმა მრჩეველმა და სხვა ექსპერტებმა ხშირად ახსენეს, რომ ერთადერთი უსაფრთხო და გრძელვადიანი გზა კორონავირუსის ეპიდემიიდან გამოსვლისთვის ვაქცინის ან ქმედითი პრეპარატის აღმოჩენაა. ამიტომ, პროფ. უიტის ბოლო კომენტარები დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა, თუმცა ცივ წყალს ასხამს ნებისმიერ იდეას იმის თაობაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება ზაფხულში ან თუნდაც შემოდგომაზე. ვაქცინა და პრეპარატი ნაკლებად სავარაუდოა მომდევნო წლამდე გამოჩნდეს და მანამდე სოციალური დისტანცირების გარკვეული ფორმაა საჭირო პროფ. უიტის აზრით. თუმცა, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს. სკოლები, ზოგიერთი სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება გაიხსნას არც-ისე-შორეულ მომავალში. ლუდხანები და რესტორნები ამ სცენარით ალბათ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალის ბოლოს მოექცევა.

რა თქმა უნდა, პროფ. უიტი მრჩეველია და გადაწყვეტილება პოლიტიკოსების პრეროგატივაა. მათ მოუწევთ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე გავლენის აწონ-დაწონა, თან გადაწყვეტილებას – როგორც თავად ამბობენ – მეცნიერების თანახმად მიიღებენ. ბრიფინგზე ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა.

„სოციალური დისტანცირების ზომების დროზე ადრე შემსუბუქება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მეორე პიკის საფრთხეს ქმნის“-ო, – განაცხადა მან. მისი ინფორმაციით, „თუ ასე მოხდა მეორეჯერ მოგვიწევს დახურვა, რაც მთელს ქვეყანაში ეკონომიკურ ტკივილს გაახანგრძლივებს“-ო. ბატონი რააბი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია ბორის ჯონსონის სრულ გამოჯანმრთელებამდე, აცნობიერებს საზოგადოების ნერვულ, ფიზიკურ და ეკონომიკურ დაძაბულობას სოციალური დისტანცირების ზომების გამო მთელი სამეფოს მასშტაბით, თუმცა „გარკვეული დროის განმავლობაში ზომები უნდა ჩენარჩუნდეს“-ო, იქვე დასძინა. სერ ნიკ კარტერი, სამხედრო გენერალი და გენ. შტაბის უფროსი ასევე შეუერთდა მთავრობის წარმომადგენლებს ოთხშაბათის პრეს-კონფერენციაზე და კორონავირუსის მიმართ სამხედრო რეაგირება განმარტა როგორც „უდიდესი ცალკეული ლოგისტიკური გმირობა“ მისი 40 წლის მსახურების განმავლობაში. გენ. კარტერის ინფორმაციით, სამხედროები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მონაწილეობას იღებდნენ გეგმების შემუშავებასა და ტესტირების პროცესში, თან საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხმარებოდნენ რეპატრიაციის განხორციელებაში. მან იქვე დასძინა, რომ სამხედროები ამზადებდნენ მობილურ და იოლად ასაგებ-დასაშლელ კონსტრუქციებს საველე ტესტირების ცენტრების ფუნქციონირებისთვის, რათა ახალ კორონავირუსზე მეტი ადამიანის შემოწმება ყოფილიყო შესაძლებელი ქვეყანაში. მანამდე მთავრობა დაჟინებით აცხადებდა, რომ დღეში 100 000 ადამიანის ტესტირების სამიზნე ორიენტირს აპრილის ბოლომდე შეასრულებდა, ე.ი. ორშაბათის მონაცემებით 82 000 ადამიანით უნდა გაზრდილიყო

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати