USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
გაეროში ჩინეთის ელჩი აშშ-ის ელჩს: კმარა! შეწყვიტეთ ვირუსის პოლიტიზება!
თარიღი:  681

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოფორმატის რეჟიმში გაიმართა, ჩინეთისა და აშშ-ის ელჩებს შორის შელაპარაკება მოხდა მას შემდეგ, რაც გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ჩინეთმა მსოფლიოს პანდემია მოსდო.

„კმარა! მსოფლიოში ისედაც საკმარისი პრობლემები შექმენით. სანამ სხვებისკენ თითს გაიშვერთ, მითხარით, რა არის აშშ-ში 7 მილიონი ინფიცირებულისა და 200 ათასი გარდაცვლილის მიზეზი?“ - განაცხადა გაეროში ჩინეთის ელჩმა აშშ-ის ელჩის განცხადების საპასუხოდ.

ჩჟან ცზიუნმა ასევე დაადანაშაულა ოფიციალური ვაშინგტონი დეზინფორმაციის ვირუსის გავრცელებაში.

„ეს არ გადაჭრის პრობლემებს. შეწყვიტეთ ვირუსის პოლიტიზება და მოიქეცით ისე, როგორც ზესახელმწიფოს შეეფერება“, - დასძინა გაეროში ჩინეთის ელჩმა.

22 სექტემბერს გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის