USD 2.6740
EUR 3.1505
RUB 3.4942
Тбилиси
გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი: ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის. ის ყოველთვის იცრუებს და გაჭიანურებას შეეცდება
дата:  253

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის.

„ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის. ის ყოველთვის იცრუებს და გაჭიანურებას შეეცდება. გადამწყვეტი, ქირურგიული დარტყმა ახლა მომავალში უფრო ხარჯიან ნაბიჯებს სჯობს. ამ მომენტის ხელიდან გაშვება თაობების განმავლობაში ძვირად დაგვიჯდება“, - დაწერა ჰეილიმ.

общество
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати