USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
Date:  1212

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში სირიაში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გენერალური მდივანი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ესკალაციას და ინფორმაციას ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ათობით თურქი ჯარისკაცის შესახებ,“- ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ანტონიო გუტიერეში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გამო მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება.

„გენერალური მდივანი კვლავ აგრძელებს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გამო მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს პრესპიკერის განმარტებით, თუკი ცეცხლის შეწყვეტა სასწრაფოდ არ განხორციელდება, „კიდევ უფრო დიდი ესკალაციის რისკი ყოველ საათში იზრდება.“

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way