USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში - დედამიწაზე „სიგიჟის ქარი“ ქრის
თარიღი:  1224

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, დედამიწაზე „სიგიჟის ქარი“ ქრის. მისივე თქმით, შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდეს.

„ეჭვგარეშეა, ხალხს ბევრი რამ აქვს სათქმელი. არეულობა ქუჩებსა და მოედნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმას ნიშნავს, რომ ხალხს უნდა, მათ მოუსმინონ. მათ უნდათ, რომ მსოფლიო ლიდერებმა მათ ღელვას უპასუხონ და ეფექტურად იმოქმედონ“,-განაცხადა გუტიერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა.

„ადრე მე იმედის ქარზე ვისაუბრე, მაგრამ დღეს მსოფლიოში „სიგიჟის ქარი“ ქრის. დაწყებული ლიბიიდან იემენამდე, სირიამდე და მის მიღმა ესკალაცია დაბრუნდა... ყველა სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მზარდი არასტაბილურობა და დაძაბულობა ყველაფერს განუსაზღვრელად და უკონტროლოდ აქცევს. დიდი რისკია, რომ ვეღარც გავთვალოთ რა შეიძლება მოხდეს. როგორც ხედავთ ერთი პრობლემა მეორეს კვებავს“,- განაცხადა გუტიერეშმა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის